ნაკეთობის მომინანქრების პროცესი რამდენიმე ეტაპად იყოფა. თავდაპირველად იღებენ ლითონის ბრტყელ ფირფიტას (ეს ფირფიტა შეიძლება იყოს სპილენძის, ვერცხლის ან ოქროს), რომელზეც ამაგრებენ ტიხრებს. შემდეგ ხდება ტიხრების შევსება მინანქრის მასით, რომელსაც ათავსებენ სპეციალურ ღუმელში და “აცხობენ” გარკვეულ ტემპერატურაზე. შემდგომ ეტაპზე კი ხდება უკვე “გამომცხვარი” მინანქრის ზედაპირის გაპრიალება და ნაკეთობის მთლიანად დამუშავება. აღნიშნული ეტაპების გავლის საფუძველზე ღებულობს მინანქრის ნაკეთობა დასრულებულ სახეს.

ეტაპები:

1.   2.   3.
   
         
4.   5.   6.
   
         

მინანქარი, მტკიცე მინის მაგვარი საფარი, რითაც ფარავენ ნაკეთობის ზედაპირს. თითქმის ყველა მინანქრის ძირითადი კომპონენტებია: სილიციუმორჟანგი SiO2, ბორის ანჰიდრიდი B2O3, ალუმინის ჟანგი Al2O3, ტიტანის ჟანგი TiO2, ტუტე და ტუტემიწა ლითონების, ტყვიის, თუთიის ჟანგეულები, ზოგიერთი ფტორიდი და სხვა. მინანქარი არის საგრუნტო და მფარავი. საგრუნტო მინანქარს, რომელშიც შედის შესაჭიდებელი მასალები, იყენებენ ლითონსა და საფარს შორის შუალედური ფენის დასადებად, მფარავ მინანქარს კი უშუალოდ ადებენ დასაფარავ ზედაპირს.

 

 
მისამართი: თბილისი, საქართველო | ტელ: +995 (79) 255 355 | ელ-ფოსტა: [email protected] | Facebook | twitter